Робота для біженців з України
ავიაბილეთების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავიაბილეთების ოპერატორი
მომწოდებელი: FlyAvia.Ge
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
"FlyAvia.Ge" აცხადებს ვაკანსიას ავიაბილეთების ოპერატორის პოზიციაზე.

FlyAvia.ge - მომხმარებელზე მორგებული ავიაბილეთების სააგენტოა რომელიც ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან წარმატებით ოპერირებს, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია მომხმარებლებისთვის იაფი ავიაბილეთების და საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილების შეთავაზება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბახტრიონის 11ბ;
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 სთ, შაბათი: 10:00 - 15:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი (Net) + მაღალი საბონუსე სისტემა;

ძირითადი მოვალეობები:

** ავიაბილეთების ფასების გადამოწმება, შეთავაზება და გამოწერა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია - სოციალურ ქსელების, სატელეფონო ზარების და ონლაინ ჩათის მეშვეობით;
** პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება და გრძელვადიან თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
** მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა რესურსების გამოყენებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ონლაინ სადაჯავშნო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** Amadeus ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office - ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** გაყიდვების კარგი უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელთა მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა)
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული
** დროის მენეჯმენტის უნარი;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: manage@flyavia.ge და ელექტრონული წერილის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ავიაბილეთების ოპერატორი".

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე