დასახელება:
კომერციული დირექტორის მოადგილე
|
მომწოდებელი:
ზებრა გრუპი
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
"ზებრა გრუპი" - წამყვანი გამომცემლობა და სადისტრიბუციო კომპანია - ეძებს კომერციული დირექტორის მოადგილეს.
კომპანია "ზებრა გრუპი" — წამყვანი გამომცემლობა და სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში — ეძებს ენერგიულ და მიზანდასახულ პროფესიონალს კომერციული დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მთაწმინდა (რუსთაველის გამზირი, პარლამენტის მიმდებარედ)
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების მიხედვით) + ყოველთვიური ბონუსი სამუშაოს დაწყების მე-3 თვიდან
თქვენი როლი:
ახალი თანამშრომელი დაექვემდებარება უშუალოდ კომერციულ დირექტორსა და კომპანიის დირექტორს, ჩაბმული იქნება გაყიდვების, მერჩენდაიზინგის, პარტნიორებთან ურთიერთობისა და ბიზნესის განვითარების პროცესებში.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების მართვა
** შეკვეთების მიღება და დროული მიწოდების ორგანიზება ლოგისტიკის პარტნიორებთან;
** ინვოისებისა და ზედნადებების მომზადება rs.ge-ზე;
** ყოველდღიური კომუნიკაცია საწყობთან და ლოჯისტიკის გუნდთან;
** ახალი პროდუქტების სარეგისტრაციო ფორმის შევსება;
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა გაყიდვებისა და მარაგის მონაცემებთან დაკავშირებით.
** პროდუქტებისა და ბაზის მართვა
** საკონტაქტო ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება (Excel);
** ახალი პროდუქტების კომერციული მონაცემების დამუშავება.
** მერჩენდაიზინგი
** მერჩენდაიზერების ყოველდღიური დავალებების დაგეგმვა და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში ვიზიტი და პროცესის მონიტორინგი (კვირაში 1 დღე);
** ახალი სტენდებისა და ინსტრუმენტების შეთავაზება.
** ბიზნესის განვითარება
** ახალი მომხმარებლების მოძიება და ბაზრის გაფართოება;
** მარკეტინგული და კომერციული კვლევების/პროექტების მომზადება
** ღონისძიებები და ფესტივალები;
** კომპანიის წარმომადგენლობა წიგნის ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებზე.
** ონლაინ გაყიდვები და კომუნიკაცია
** Facebook-ის გვერდზე კომერციულ შეკითხვებზე პასუხი;
** პროდუქციის მარაგისა და ონლაინ გაყიდვების მართვა (საიტსა და პარტნიორ ვებგვერდებზე).
** ფინანსური ოპერაციები;
** პარტნიორი კომპანიების გადახდების მონიტორინგი;
** დროული კომუნიკაცია გადახდის დაგვიანების შემთხვევაში.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მაგ: კატეგორიის მენეჯერი საცალო ქსელში, გაყიდვების პოზიცია სადისტრიბუციო კომპანიაში და სხვ.);
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება ან შესაბამისი მიმართულება);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office, PowerPoint, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტიანი კომუნიკაცია.
თუ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: hr@zebra-group.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კომერციული დირექტორის მოადგილე".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|