Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: მაქს კომფორტი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
კომპანია "მაქს კომფორტი" აცხადებს შერჩევას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ. ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილებიდან გამომიდინარე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნორმატიული აქტების, შიდა სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად სამსახურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ახალი თანამშრომლისთვის საორიენტაციო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობა და განხორციელება;
** თანამშრომელთა მიღების/ონბორდიგნის სრული პროცესის მართვა;
** თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** სამუშაოს აღწერილობების შემუშავება და განახლება
** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სიახლეების და ინოვაციური იდეების ძიება;
** თანამშრომელთა დისციპლინარული სანქციების განხილვა და შესაბამისი ქმედების უზრუნველყოფა;
** იურიდიულ სამსახურთან კოორდინირებულად თანამშრომლებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო თუ სხვა იურიდიული დოკუმენტების პროექტ (ებ)ის შემუშავება;
** სრული ადმინისტრაციული ციკლის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან/და მომიჯნავე პროფესიის მიმართულებით .)
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი ემოციური ინტელექტი;
** კრიტიკული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@maxcomfort.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@maxcofmort.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე