Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი და ედვერთაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი და ედვერთაიზერი
მომწოდებელი: CarMate
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
ფორვარდერი კომპანია "CAR MATE" აცხადებს ვაკანსიას content Creator & advertiser - ის პოზიციაზე.

კომპანია "CarMate", ბაზარზე 15 წლიანი გამოცდილებით მომხმარებლებს სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი აუტო აუქციონებიდან ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებულ ინოვაციურ სერვისს. კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს აუტოექსპერტის დახმარებით, ავტომობილის ისტორიის შემოწმებას და უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე აუქციონზე შესყიდვასა და მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ Content Creator & Advertiser-ს, რომელიც ვიდეოგრაფსა და მემონტაჟესთან ერთად შექმნის კონტენტს, წარმართავს სარეკლამო კამპანიებს და დაეხმარება ბრენდს განვითარებაში.

სამუშაო ადგილი : თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას 22 (ჰუალინგ პლაზა)
ანაზღაურება: ანაზღაურება შეთანხმებით
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე

ძირითადი ფუნქციები:

** სოციალური მედიის პოსტებისა და ვიდეო კონტენტის წარმოება (Facebook, TikTok)
** TikTok და Facebook კონტენტის ადაპტირება და ოპტიმიზაცია ტრენდების ინტეგრირებით ჩართულობის გასაზრდელად.
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და წარმართვა (მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა, მონიტორინგი და ანალიზი).
** სარეკლამო ვიდეოებისა და ბანერების განთავსება Meta Ads Manager-ში და მისი მართვა.
** მომხმარებლებთან ინტერაქცია (კომენტარებზე და შეტყობინებებზე პასუხი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება სოციალური მედიის პლატფორმებზე (Facebook, TikTok) კონტენტის შექმნასა და მართვაში
** გამოცდილება სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაში და Meta Ads Manager-ში მუშაობის გამოცდილება
** TikTok და Facebook პლატფორმების ტრენდების ცოდნა და მათი ადაპტირება კონტენტში
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

რატომ ჩვენ:

** გთავაზობთ ჯამრთელობის დაზღვევას
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და გუნდურ სამუშაო ატმოსფეროს, სადაც თქვენი იდეები დაფასდება
** შემოქმედებით თავისუფლებას კონტენტის შექმნისა და კამპანიების მართვის პროცესში
** შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მართოთ სარეკლამო კამპანიები და გაიღრმავოთ Meta Ads Manager-ის ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrcarmate.ge@gmail.com . Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.

მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე