Робота для біженців з України
ღამის სმენის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის სმენის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმროების ქსელი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
სასტუმროების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ღამის სმენის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ხელფასი: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - სასტუმროს მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი განხორციელება.
** სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების განხორციელება.
** ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან.
** მიღება - განთავსების განყოფილების სრული სამუშაო ციკლის კურირება.
** სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტების და მომსახურების შესახებ.
** შეძლებისდაგვარად სტუმრის მოთხოვნების და პრობლემების მოგვარება.
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასტუმროს მიმღებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, რუსული და სხვა ენები ჩაითვლება უპირატესად.
** ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მონდომებულ თანამშრომლებს.
** Fina-ში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** 12 საათიანი მორიგეობა.
** 2 დღე მუშაობის 2 დღე დასვენების.
** პერსონალის კვება უზრუნველყოფილია.
** დამატებითი შემოსავალი სერვისების გაყიდვიდან.
** მეგობრული და თბილი სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე vacancy.passport@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე