Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: International Business Counselors
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
"International Business Counselors" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი
ორშაბათი - პარასკევი 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე ან 15:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე.
შრომის ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.

ძირითადი მოვალეობები:

** გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება მომხმარებლებთან.
** პოტენციური მომხმარებლის გადამისამართება გაყიდვების მენეჯერთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია)
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი (სავალდებულოა)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: bic.corp.company@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი გრაფიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრება არ გაიმართება დისტანციურად. სავალდებულოა დამსაქმებელთან ინტერვიუ სამუშაო ადგილას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე