Робота для біженців з України
ბრენდ-მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ-მენეჯერი
მომწოდებელი: აზროვნების აკადემიის სკოლა
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლა" აერთიანებს შემეცნებით, შემოქმედებით და გასართობ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოზარდების კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.

აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kids.azraki.ge/

აზროვნების აკადემია აცხადებს კონკურსს მოზარდების მიმართულების ბრენდ-მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბრენდის სტრატეგიის ჩამოყალიბება და მისი მართვა;
** კომპანიის ბრენდის პოზიციონირებისთვის შესაბამისი ვიზუალური და ტექსტუალური კონტენტის (ვიდეო, ფოტო, პოსტები, სთორები, ბლოგები) დაგეგმვა სხვადასხვა სოციალური ქსელისთვის;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის არხების მართვა (სოციალური ქსელები, E-mail და SMS მარკეტინგი);
** ბრენდის სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო კვლევების (მომხმარებელთა კმაყოფილების, ბაზრის ანალიზი და ა.შ) ჩატარება;
** მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება და მართვა;
** ღონისძიებებისა და პროექტების მარკეტინგული მასალებით მხარდაჭერა;
** სხვადასხვა ბრენდებთან თანამშრომლობა და საერთო პროექტების დაგეგმვა;
** მარკეტინგის გუნდისთვის (სოციალური მედიის მენეჯერი, გრაფიკული დიზაინერი, ვიდეოგრაფი, მემონტაჟე) სამუშაო გეგმის შედგენა და მისი მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2-3 წელი აღნიშნულ სფეროში.
** უცხო ენები: ინგლისური ენა

კომპეტენციები და უნარები:

** გამოცდილება კრეატიული კონტენტის შექმნასა და სტრატეგიული კომუნიკაციის პროექტებში.
** გამოცდილება ვებ-გვერდის ადმინისტრირებაში
** სოციალური მედიის პლატფორმებისა და სარეკლამო ინსტრუმენტების (Google Ads, Meta Ads Manager) ცოდნა; კონტენტის მართვის სისტემებთან (CMS, როგორიცაა WordPress) და გრაფიკული დიზაინის პროგრამებთან (Adobe Photoshop, InDesign, Canva) მუშაობის საბაზისო უნარები.
** კრეატიულობა: ინოვაციური იდეების გენერირების უნარი ბრენდის პოპულარიზაციისთვის.
** კომუნიკაციის უნარები: როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
** ორგანიზებული მუშაობა: პროექტების მართვა, ვადების დაცვა და პრიორიტეტების მართვის უნარი.
** სტრატეგიული აზროვნება: ბრენდის გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრის და მათი მიღწევის უნარი.
** პრობლემების გადაჭრის უნარი: სწრაფი და ეფექტური რეაგირება კრიზისულ სიტუაციებზე.
** გუნდური მუშაობა: სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზ.საკანდელიძის #9
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-18:00 სთ.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიული დაზღვევა (გამოსაცდელი ვადის შემდეგ)
** კვებით უზრუნველყოფა
** http://onlineacademia.ge-ზე წვდომა
** აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება.
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2025 წ.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე