Робота для біженців з України
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: დიღომი, ანდრონიკაშვილის 4
გრაფიკი: ორშაბათი/პარასკევი - 08:00-დან 17:00-მდე
ანაზღაურება: 1200 ლარი net

ძირითადი მოვალეობები:

** საოპერაციო ცენტრის ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება.
** შემოსული წერილების ჟურნალის წარმოება, ამობეჭდვა და დახარისხება.
** აქტების და ტექ პირობების დახარისხება, შენახვა და დაარქივება.
** წერილების გადანაწილება ქსელების ზონის მენეჯერებისთვის და ინჟინრებისთვის.
** საოპერაციო ცენტრის თანამშრომლების (ჯგუფის უფროსის, ინჟინრის, ზონის მენეჯერი) მიერ მოტანილი პასუხების დამუშავება, დაბეჭდვა, დასკანირება და ატვირთვა აქსაპტაში.
** დაწერილი განცხადებების ამობეჭდვა.
** ატვირთული დოკუმენტაციის დაარქივება და დაბაინდერება.
** თანამშრომლების დასწრების ტაბელის აღრიცხვა და გადაგზავნა.
** ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოს ჩამოწერა.
** საჭიროების შემთხვევაში აბონენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია.
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა.
** კომპანიის შინაგანაწესით, დებულებებით, ბრძანებებით, შრომითი ხელშეკრულებითა და წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული პირობების შესრულება და დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ჰუმანიტარული/სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** კორესპონდენციის მართვის და წარმოების გამოცდილება.
** სასურველია ERP - პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები

** დატვირთულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე