Робота для біженців з України
ფერდაშლის დანადგარის ოპერატორის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფერდაშლის დანადგარის ოპერატორის დამხმარე
მომწოდებელი: სტამბა სეზანი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
სტამბა სეზანი აცხადებს ვაკანსიას ფერდაშლის დანადგარის ოპერატორის დამხმარის პოზიციაზე.

ქ.თბილისში: დიდი დიღომი, არჩილ მეფის 1.

"სეზანი" 1998 წლიდან ოპერირებს პოლიგრაფიულ ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც პროდუქციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

მოვალეობები და მოთხოვნები:

** საბეჭდი ფირფიტების დამზადების ტექნოლოგია;
** ციფრული ბეჭდვის აპარატთან ოპერირება;
** სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულების უნარი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

გრაფიკი: კვირაში 40 სთ;
ხელფასი: 1000 ₾ (NET)

გასაუბრების ეტაპები:

** განაცხადების CV - ის გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: t.lortkipanidze@cezanne.ge 2025 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით.

ტ: 2 35 70 05.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ფერდაშლის ოპერატორის დამხმარე. კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

სეზანი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე