Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯეო ტექნიკსი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება და სპეც. ტექნიკის გაქირავება და რეალიზაცია.

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის ვაკანსიაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ა. ბელიაშვილის 142;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** რეალიზაციების დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი;
** შესყიდვის ზედნადების პროგრამული გატარების უზრუნველყოფა;
** საბანკო გატარებების პროგრამული ასახვა;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
** სალაროს ოპერაციების გატარება და კონტროლი;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - დამხმარე ბუღალტერი.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე