დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ბესთ შოპი
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
კომპანია "ბესთ შოპი" აცხადებს ქოლცენტრის ოპერატორის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში (წერეთლის გამზ.).
სამუშაო გრაფიკი: 11:00 - 19:00, 5 დღე კვირაში.
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი ზარების პასუხი;
** ონლაინ განაცხადების დამუშავება/ზარების განხორციელება,
** პარტნიორი ბანკების განვადების განაცხადების დამუშავება,
** ლოგისტიკის მონიტორინგი
** სოც. ქსელებში შეტყობინებებზე პასუხის გაცემა
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება,
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (Word, Excel, Power Point);
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ონლაინ გაყიდვებში/მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@best-shop.ge და ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი" იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|