Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=662223&print=yes&view=jobs
 
ონლაინ გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნაზილბე++
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
შპს ნაზილბე ++ აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი სრული;
სამუშაო ადგილი ბათუმი;
ანაზღაურება 1500 ლარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია FMG - ის პროგრამის ცოდნა;
** MS Excel -ის პროგრამის ცოდნა საბაზისო დონეზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ონლაინ გაყიდვების პლატფორმებზე მიღებული შეკვეთების შესაბამისად, ფუნქცია-მოვალეობების დელეგირება ონლაინ გაყიდვების სპეციალისტებზე.
** თითოეული მომზადებული შეკვეთის სისწორის შემოწმება, რათა მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციის დასახელება და რაოდენობა ერთმანეთის იდენტური იყოს.
** მომხმარებლის მხრიდან უარყოფითი უკუკავშირის მიღების შემთხვევაში მომხმარებელთან დაკავშირება უკმაყოფილების მიზეზის დადგენა და ხარვეზის გამოსწორება.
** მაღაზიაში არსებული ნაშთების მუდმივი კონტროლი, რათა აპლიკაციაში მითითებული ხელმისაწვდომი პროდუქცია ნამდვილად იყოს წარმოდგენილი მაღაზიაში.
** თითოეული პროდუქციის ჭრილში ონლაინ პლატფორმაზე განსათავსებელი მინიმალური ოდენობის გაწერა და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.
** ონლაინ პლატფორმების მიერ დაგეგმილი სხვადასხვა პრომო აქციების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელის წინასწარ ინფორმირება.
** ონლაინ გაყიდვების ზრდის მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის აღნიშნული ინიციატივების წარდგენა.
** ქსელში მიღებული ახალი დასახელების პროდუქციის თაობაზე კატეგორიის მენეჯერებისგან ინფორმაციის დროულად გამოთხოვა და ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე ახალი დასახელების პროდუქციის დროული ასახვა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://crm.nazilbe.ge/vacancy/ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 24 24 74
hr@nazilbe.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია