დასახელება:
ასისტენტ-პროფესორი
|
მომწოდებელი:
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
შპს "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ფინანსების მიმართულება:
პროფესორი - 1 (ერთი) ვაკანტური პოზიცია;
ტურიზმი:
** პროფესორი- 1 (ერთი) ვაკანტური პოზიცია;
** ასოცირებული პროფესორი - 1 (ერთი) ვაკანტური პოზიცია;
კერძო სამართალი:
** ასოცირებული პროფესორი - 2 (ორი) ვაკანტური პოზიცია;
** ასისტენტი- 1 (ერთი) ვაკანტური პოზიცია;
საჯარო სამართალი: ასისტენტ პროფესორი- 1 (ერთი) ვაკანტური პოზიცია;
სისხლის სამართალი:
** ასოცირებული პროფესორი - 2 (ორი) ვაკანტური პოზიცია;
** ასისტენტ პროფესორი- 1 (ერთი) ვაკანტური პოზიცია.
საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები სოციალურ მეცნიერებათა, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
** შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
დოქტორი ან აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (იხ. მიმაგრებული ფაილი)
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ფორმატში (ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;
ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
თ) "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა".
კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის "პერსონალის შერჩევის წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე.
კონკურსის ვადები:
1. კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 29 აგვისტოდან;
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 22 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით;
3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 29 სექტემბრისა;
4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 1 ოქტომბრისა;
6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2025 წლის 3 ოქტომბრისა;
7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2025 წლის 3 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით;
8. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2025 წლის 22 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისი, წერეთლის ქ. N13, info@cue.edu.ge
ტელ: 558 574 019
|
|
|
|