Робота для біженців з України
ავტოდამტვირთველის მძღოლი - სოფელი ძეგვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოდამტვირთველის მძღოლი
მომწოდებელი: ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს ავტოდამტვირთველის მძღოლის პოზიციაზე

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან)
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** პროდუქციის დაუზიანებლად გადაადგილება;
** პროდუქციის შესაბამის ადგილზე, სტანდარტების გათვალისწინებით განთავსება;
** მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ავტოდამტვირთველის ოპერატიული მოვლა-შენახვა

მოთხოვნები:

** იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის ლიცენზია/სერტიფიკატი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ავტოდამტვირთველის მძღოლი

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე