Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს სთავაზობს.

"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike.

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას ახალი ფილიალის, მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში

სამუშო ადგილი: ქ.ბათუმი, გორგილაძის #88
სამუშაო გრაფიკი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი

მოვალეობები:

** მაღაზიის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, ახალი დავალებების მიცემა და შესრულებული დავალებების მონიტორინგი, სიახლეების, აქციების და სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** დარბაზიდან საწყობში ჩასატანი ნივთების (დაზიანებულები) კონტროლი და შეფასება
** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანის და განლაგების (სექციის, კატეგორიის და ზომების მიხედვით) კონტროლი
** ერთი და იგივე პროდუქციაზე სხვადასხვა ფასის კონტროლი და ცენტრალურ საწყობთან აქტიური კომუნიკაცია პრობლემის აღმოსაფხვრელად
** სისუფთავის კონტროლი დარბაზში და გასახდელებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** გუნდის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაციის უნარი

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "მაღაზიის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე