Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სამართლის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
"პალიტრა ჰოლდინგის" წევრი კომპანია "სამართლის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ. #49
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის წარმომადგენლობა; კლიენტების დაკვეთების შესრულება, ინტერესების დაცვა სასამართლოში და სხვ. სუბიექტების წინაშე;
** შესრულებული საქმის რეპორტინგის წარმოება;
** პრობლემური აქტივების მართვის ყველა შესაბამისი ღონისძიების ორგანიზება/მართვა - მოლაპარაკების წარმოება, კორესპონდენცია, ვალის აღიარების ორგანიზება, სასარჩელო/სააღსრულებო წარმოების უზრუნველყოფა;
** იურიდიული დოკუმენტაციის შექმნა, სამართლებრივი კონსულტაცია, სამართლებრივი სიახლეების გაცნობა/კლიენტების ინფორმირება;
** ხელმძღვანელის დავალებების/მითითებების შესრულება;
** შეხვედრებში, თათბირებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა ან/და ჩატარება;
** ახალი კლიენტების მოძიებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება პრობლემური აქტივების მართვის/იურიდიული მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრი სამართლის მიმართულებით;
** ადვოკატის მოქმედი ლიცენზიის ქონა;
** სასურველია სასამართლო პროცესებზე გამოსვლის გამოცდილება, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, ნოტარიუსთან, და სხვ. უწყებებთან ურთიერთობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** გამართულად მეტყველების უნარი;
** გამართულად წერის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე