Робота для біженців з України
ბუღალტერი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: საზოგადოება ბილიკი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
"საზოგადოება ბილიკი" აცხადებს კონკურსს ბუღალტრის შესარჩევად.

ადგილმდებარეობა: გორი.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების ასახვა პროგრამა ORIS-ში;
** საბუთების დალაგება და დასაარქივებლად მომზადება;
** დეკლარაციების მომზადება;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების საფუძველზე;
** ორგანიზაციაში განხორციელებული საბუღალტრო საქმიანობის წარმოება;
** ინვენტარიზაციის ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრული კურსი (ები)ს სერტიფიკატი;
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისურის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე,

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოთ რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: societybiliki@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 14 სექტემბერი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტრის ვაკანსია".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე