Робота для біженців з України
ცვლის უფროსი, მოქნილი პერსონალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის უფროსი, მოქნილი პერსონალი
მომწოდებელი: Lazer Lounge
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
"Lazer Lounge" - გასართობი სივრცე, რომელიც მდებარეობს "სადგურის მოედნის" მიმდებარედ, ქარვასლის უკან, აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსსა და მოქნილი პერსონალის პოზიციებზე.

ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ლაზერ თაგი, ასევე გვაქვს სათამაშო ოთახები, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი და სხვა გასართობი აქტივობები. სტუმრები ძირითადად არიან როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრული ჯგუფები, რომლებიც ეძებენ აქტიურ დასვენებასა და ენერგიულ გართობას.

ძირითადი მოვალეობები ცვლის უფროსი/ მოქნილი პერსონალი:

** სტუმრების მიღება და მომსახურება
** სასმელებისა და საკვების სუფრასთან მიტანა და შემდეგ ალაგება
** სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა (მაგიდები, იატაკი, საპირფარეშოები, ბარი)
** ლაზერ თაგ თამაშის ინსტრუქცია და მართვა

დამატებითი ანაზღაურებით (სურვილისამებრ): ბავშვთა ანიმაცია (თამაშები, კონკურსები და სხვა აქტივობები)

ცვლის უფროსისთვის დამატებით:

** ტელეფონზე ზარებისა და სოციალურ ქსელებში შეტყობინებებზე პასუხი
** ინვენტარისა და აპარატურის მოვლა
** რეზერვაციების შევსება და კონტროლი
** სამსახურებრივი სხვა მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
** ბავშვებთან (7+) მუშაობის სურვილი და გამოცდილება სასურველია
** საქმისადმი ყურადღება თუ რა არის გასაკეთებელი ან/და შესაცვლელი
** მეგობრული კომუნიკაცია

ენების ცოდნა:

** ცვლის უფროსი: მინიმუმ C1 ქართული, B2 რუსული, B1 ინგლისური
** მოქნილი პერსონალი: რაც უფრო მეტ ენას ფლობთ, მით მეტი მუშაობის შესაძლებლობა გექნებათ

სამუშაო პირობები:

** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო ახალგაზრდა კოლექტივთან ერთად
** სამუშაო გრაფიკი: ცვლა იწყება 15:00-ზე და სრულდება 22:15-23:15-ს შორის (დაახლოებით 7-8 საათი). ასევე ხშირად გვესაჭიროება პერსონალი მხოლოდ რამდენიმე საათით ან ერთდღიანი სამუშაოსთვის

ანაზღაურება:

** მოქნილი პერსონალი: 8 ლარი საათში (პირველი 100 საათი), შემდეგ 10 ლარი საათში (გამოსაცდელი ვადის შემდეგ)
** ცვლის უფროსი: 70 ლარი ცვლა (გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე)
** დამატებით: "თიფები" და კომისია

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ ელფოსტაზე, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი სასურველი პოზიციის მითითებით: laserlounge2024@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე