დასახელება:
ბუღალტრის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
ნეოტექი
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
კომპანია "ნეოტექი", უსაფრთხოების სისტემების წამყვანი დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც ფუნქციონირებს 2005 წლიდან და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უსაფრთხოების სისტემების სფეროში. ჩვენ ვქმნით განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობას ანიჭებს პრიორიტეტს.
ჩვენი მისიაა წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო!
შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნ.ბოხუას N4
სამუშაო გრაფიკი: სრული- ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
ანაზღაურება: 1, 200.00 ლარი (ხელზე).
ძირითადი მოვალეობები:
** სალაროს ოპერაციების გატარება ბუღალტერიაში;
** დაქირავებულ ფიზიკური პირებზე მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** საბანკო გადარიცხვების შაბლონების მომზადება და მთავარი ბუღალტრის დადასტურების შემდეგ გატარება ბუღალტერიაში;
** რეალიზებული პროდუქტების (ბუღალტერიაში გატარებული) შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** თანამშრომლების მივლინებების გატარება;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან და დირექტორისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბუღალტრო პროგრამებს ცოდნა;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო საქმიანობის შესაბამისი სერტიფიკატი;
** უნდა შეეძლოს საბუღალტრო პროცედურების ჩატარება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური გარემოს შექმნის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neotech.ge. სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია "ბუღალტრის თანაშემწე"
კომპანია "ნეოტექი" გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|