Робота для біженців з України
ტექნიკური დეპარტამენტის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური დეპარტამენტის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ნეოტექი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

კომპანია "ნეოტექი", უსაფრთხოების სისტემების წამყვანი დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც ფუნქციონირებს 2005 წლიდან და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უსაფრთხოების სისტემების სფეროში. ჩვენ ვქმნით განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობას ანიჭებს პრიორიტეტს.

ჩვენი მისიაა წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო!

შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნ.ბოხუას N4
სამუშაო გრაფიკი: სრული- ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
ანაზღაურება: 1, 500.00 ლარი (ხელზე).

ძირითადი მოვალეობები:

** ადმინისტრაციული საკითხების კოორდინირება;
** ოფისის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა ;
** მიმდინარე პროექტების დახურვა/კალკულაცია;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან და დირექტორისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (ბაკალავრის) განათლება ტექნიკური პროფესიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი სასურველია);
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** ERP და CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური გარემოს შექმნის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neotech.ge. სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია "ტექნიკური დეპარტამენტის ადმინისტრატორი"

კომპანია "ნეოტექი" გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე