დასახელება:
უსაფრთხოების სისტემების სერვისის ტექნიკური სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ნეოტექი
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სისტემების სერვისის ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია "ნეოტექი", უსაფრთხოების სისტემების წამყვანი დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც ფუნქციონირებს 2005 წლიდან და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უსაფრთხოების სისტემების სფეროში. ჩვენ ვქმნით განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობას ანიჭებს პრიორიტეტს.
ჩვენი მისიაა წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო!
შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნ.ბოხუას N4
სამუშაო გრაფიკი: სრული- ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
ანაზღაურება: 1, 500.00 ლარი (ხელზე), საბონუსე სისტემა.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მიერ ობიექტებზე დამონტაჟებული უსაფრთხოების სისტემების ადგილზე შემოწმება, ტექნიკური მომსახურება და შეკეთება;
** ტექნიკური და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან და დირექტორისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სუსტ დენებზე დაფუძნებულ სისტემებთან;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური გარემოს შექმნის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neotech.ge. სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია "უსაფრთხოების სისტემების სერვისის ტექნიკური სპეციალისტი".
კომპანია "ნეოტექი" გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|