Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლიდერმედი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 09:30-დან 17:30 -საათამდე;

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკისთვის საჭირო სამედიცინო პროდუქტის, აღჭურვილობის, ინვენტარის, წამლების და სხვა რესურსების შესყიდვის ორგანიზება;
** შესყიდვების პროცედურის და ზოგადი პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და მართვა
** საჭირო პროდუქციის ადექვატური მარაგების შექმნა
** მომწოდებლების ძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, შესყიდვების პირობების განსაზღვრა (ფასი, მიწოდების ვადები, პირობები)ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** მომწოდებლისგან ითხოვს - პროდუქციის კვალიფიკაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის მიწოდებას (პროდუქტის სერთიფიკატები, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები);
** შესყიდვების პროცესში ყველა დოკუმენტის (შეკვეთები, ხელშეკრულებები, ინვოისები, გადახდები) წარმოება და მართვა;
** პასუხისმგებელია დოკუმენტაციის სწორად შენახვაზე და მისი ადეკვატური ინფორმაციის მომწოდებლებსა და ხელმძღვანელობისთვის მიწოდებაზე;
** ყველა შესაბამისი საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან;
** საგადასახადო შემოწმებებისთვის დოკუმენტების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში დამოწმება;
** კლინიკის მომსახურების მიმწოდებლებისთვის ინვოისების გაკეთება, გადახდების მიღება და მათი კონტროლი;
** ყოველთვიურად თანხების ანალიზი და კონტროლი;
** შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება და უკუკავშირის დაბრუნება;
** ადგილობრივ / საერთაშორისო ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა საწყობის მენეჯერთან და სამედიცინო ინჟინერთან ერთად კოორდინირებულად;
** პროდუქციის ბაზრის ფასების მუდმივი შედარება ბაზარზე;
** მომწოდებლების რეგულარულად მონიტორინგი და საუკეთესო ღირებულების შერჩევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
** MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2025

დაინტერსებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელფოსტაზე: hr@leadermed.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - შესყიდვების მენეჯერი.

კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" (სასაქონლო ნიშანი: ლიდერმედი) ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 8 თვის ვადით სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 8 (რვა) თვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ : Info@leadermed.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი"-ს (ლიდერმედი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: tamuna.tkeshelashvili@geosafety.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია.

შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კანდიდატების შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისად კანდიდატთა შერჩევის პროცესი თანხვედრაშია დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოყპრობის პრინციპებთან. დაუშვებელია პირთა მიმართ ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით დისკრიმინაცია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას. იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გაქვთ ვარაუდი/ეჭვი ან აღქმა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: Info@leadermed.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე