დასახელება:
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯინო ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
ქართულ-სლოვაკური კომპანია "ჯინო ჰოლდინგი" თბილისში ახალი მასშტაბური პროექტის მშენებლობას იწყებს, რომელიც "ჯინო აკვაპარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს.
პირველი სრულფასოვანი კურორტი ქალაქში "თბილისის ბულვარი" ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.
Web: https://tbilisiboulevard.com/
Fb: https://www.facebook.com/TbilisiBoulevard
ვაკანსია: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისის, ბეშენოვას 20
სამუშაო გრაფიკი : სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** ქოლ ცენტრის აგენტების და ფრონტის პერსონალის შესრულების მონიტორინგი (ზარების მოსმენა, ჩეთების კითხვა, დაკვირვება)
** ხარისხთან შესაბამისობის პოლიტიკის, სკრიპტების და შეფასების სისტემების დანერგვა
** რეგულარული სერვის აუდიტის წარმოება და მისტიკური მომხმარებლების ორგანიზება
** გუნდის წევრების მუდმივი ტრენინგი, უკუკავშირი და მომსახურების გაუმჯობესება
** შიდა სერვის სტანდარტებთან, შინაგანაწესთან და უსაფრთხოების გაიდლაინებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა
** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი, რეპორტინგი, კვლევა და მათთან ურთიერთობა კმაყოფილების მიღწევამდე
** სერვისის გაუმჯობესების მიზნით სივრცის შესაბამის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა
** ყოველთვიური რეპორტებისა და გაუმჯობესების რეკომენდაციები მენეჯმენტთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კლიენტთა მომსახურებაში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით
** გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** ძლიერი ანალიტიკური და დაკვირვების უნარები
** კომუნიკაციის, ქოუჩინგისა და დოკუმენტწარმოების (ანგარიში/რეპორტი) უნარი
** გამოცდილება CRM პროგრამებთან და შეფასების მეტრიკებთან ჩაითვლება უპირატესობად
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|