Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=662099&print=yes&view=jobs
 
საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას სათავო კლინიკაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება - (სასურველია 1 წელი სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე);
** MS Office-ს კარგი ცოდნა;
** გამართული წერითი და ვერბალური უნარები;
** რუსული ენის ცოდნა

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** სამედიცინო ცენტრში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, პაციენტის კონსულტირება მომსახურების მაქსიმალურად კომფორტულად მისაღებად;
** პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, დაკვალიანება, კომპეტენციის ფარგლებში, ან გადამისამართება შესაბამის პირთან;
** პაციენტისთვის მოხოვნილი ინფორმაციის დროული მიწოდება, ექიმთან ვიზიტზე ჩაწერის უზრუნველყოფა;
** პაციენტის ინფორმირება კლინიკაში ამბულატორიული მომსახურების ფასებთან დაკავშირებით, კვლევისთვის საჭირო წინასწარი მომზადების წესთან დაკავშირებით;
** პაციენტების მხრიდან გამოვლენილი შენიშვნების და უკმაყოფილების ფაქტების შესახებ, ხელმძღვანელის ინფორმირება, პრობლემური სიტუაციების მოგვარება. (კომპეტენციის ფარგლებში);
** ბინაზე გამოძახების დარეგისტრირება და გამსვლელი ბრიგადის ინფორმირება;
** სოციალურ მედიაში სამედიცინო სერვისებით დაინტერესებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
** პაციენტის დროულად დაკვალიანების მიზნით, სამედიცინო პერსონალზე (ექიმებზე) ინფორმაციის ფლობა მათი სამუშაო ადგილზე ყოფნის შესახებ

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00-მდე.
** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსები
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ლავრენტი მანაგაძის ქ. N3 ყოფილი წინანდლის ქ. N9-11 (300 არაგველების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@enmedic.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია