დასახელება:
ასისტენტი
|
მომწოდებელი:
მშობლების თანადგომა
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "მშობლების თანადგომა" 18+ დღის ცენტრი აცხადებს კონკურსს ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო საათები მოიცავს კვირაში ოთხ სამუშაო დღეს 10:00-დან 16:00 საათამდე.
ანაზღაურება შეთანხმებით!
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** დაეხმაროს სპეცპედაგოგს და მონაწილეობა მიიღოს დღის ცენტრის ყველა აქტივობების განხორციელების პროცესში;
** დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი, (ან სტუდენტი ფსიქოლოგის, სოცმუშაკის სპეციალობით) ან პროფესიული განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, exel).
მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:
** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
** სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
** მიზანსწრაფულობა;
** ადაპტაციის უნარი.
შერჩევის პროცედურა:
1 ეტაპი - CV-ის განხილვა;
2 ეტაპი - გასაუბრება;
3 ეტაპი - შერჩევა, ხელშეკრულების გაფორმება.
გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: natiakikvadze52@mail.ru
ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 20 სექტემბერი 2025 წელი
გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
|
|
|
|