Робота для біженців з України
ადვოკატის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადვოკატის თანაშემწე
მომწოდებელი: იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო დრო: შეთანხმებით
ვაკანსიის განთავსების ვადა: 15 დღე

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა/მონაწილეობის მიღება;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია/მონაწილეობის მიღება;
** ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება/მონაწილეობის მიღება;
** გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;
** სარჩელების/შესაგებლების/საჩივრების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; მათი სასამართლოში/მხარესთან გაგზავნის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას (საგარანტიო წერილების, ცნობების, განცხადებების, მორიგებების და ა.შ);
** სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი იურიდიული განათლება. (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით).
** სავალდებულოა იურისტად/ადვოკატად მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** რუსული ან/და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა).
** საჯარო რეესტრის, მერიის, ქონების სააგენტოს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო ან საერთო მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: info@gglaw.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე