დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
Askaneli Falestra
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. თუ გსურთ შემოუერთდეთ, მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra
მოთხოვნები:
** გამოცდილება: სასურველია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (პრემიუმ კლასის რესტორანში გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
** ცოდნა: საშუალო ან უმაღლესი განათლება (სტუმარ-მასპინძლობის სფეროში განათლება ჩაითვლება უპირატესობად).
** პიროვნული თვისებები: დეტალებზე ორიენტაცია და ორგანიზებულობა. სწრაფი და ეფექტური მუშაობის უნარი. გუნდური მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. პუნქტუალურობა.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** სტუმრების თბილი, თავაზიანი და პროფესიონალური დახვედრა და მაგიდასთან განთავსება
** მენიუს სრულყოფილი ცოდნა (კერძები, ინგრედიენტები, მომზადების წესი) და სასმელების ასორტიმენტი (ღვინის ჩამონათვალი, კოქტეილები, სხვა სასმელები).
** სტუმრებისთვის აქტიური და კომპეტენტური რეკომენდაციების გაწევა მათი გემოვნებისა და პრეფერენციების გათვალისწინებით.
** ინფორმაციის მიწოდება სპეციალური შეთავაზებების, დღის კერძების და სხვა სიახლეების შესახებ.
** ალერგიებთან, დიეტურ მოთხოვნებთან და კვებით შეზღუდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის ზუსტი მიწოდება და შეკვეთის შესაბამისად დამუშავება.
** შეკვეთების ზუსტად მიღება და რესტორნის საოპერაციო სისტემაში სწორად შეყვანა.
** კერძებისა და სასმელების დროულად და სერვირების ეტიკეტის მკაცრი დაცვით მიტანა.
** სტუმრის საჭიროებების მუდმივი მონიტორინგი და დროული რეაგირება (მაგ., დამატებითი შეკვეთა, დანა-ჩანგალი, ხელსახოცი).
** ანგარიშის ზუსტად მომზადება და სტუმრისთვის წარდგენა.
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების (საბანკო ტერმინალი, ვაუჩერები) სწორად და ეფექტურად შესრულება.
** თანხის სწორად დაბრუნება და სალაროს წესების დაცვა.
** ცვლის დაწყებამდე მაგიდების, სერვირების მოწყობილობების (დანა-ჩანგალი, ჭურჭელი), ჭიქების, ხელსახოცების მომზადება და მოწესრიგება რესტორნის სტანდარტების შესაბამისად.
** მომსახურების პროცესში მაგიდის სისუფთავისა და ჰიგიენის მუდმივი კონტროლი და შენარჩუნება.
** გამოყენებული ჭურჭლისა და ინვენტარის დროულად და ეფექტურად ალაგება და ჭურჭლის სარეცხში გადაცემა.
** ინვენტარის მოწესრიგება და შევსება ცვლის დასრულების შემდეგ.
** ეფექტური კომუნიკაცია სამზარეულოს, ბარისა და გუნდის სხვა წევრებთან შეკვეთების სისწორისა და დროულობის უზრუნველსაყოფად.
** ნებისმიერი პრობლემის, სტუმრის უკმაყოფილების ან გაუგებრობის დროულად იდენტიფიცირება და მენეჯმენტისთვის შეტყობინება.
** დახმარების გაწევა გუნდის სხვა წევრებისთვის საჭიროების შემთხვევაში.
** რესტორნის შიდა წესების, პროცედურებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვება;
** Fitpass.
თუ გსურს, შენი კვალიფიკაცია ჩვენს გუნდში გამოიყენო და უფრო მეტად განავითარო საკუთარი უნარები, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ შენს განვითარებას.
ადგილი სადაც იმუშავებ: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ
სამუშაო გრაფიკი:სრული განაკვეთი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) მეილზე: hr.askanelifalestra@gmail.com
სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ
გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ
მოგვმართეთ.
შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და
მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|