დასახელება:
ქსელის მიმართულების კატეგორიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ინტელკომ ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
Ubiquiti, MikroTik, Teltonika, Uniview, HiLook, Draka და სხვა წამყვანი მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - "ინტელკომ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მიმართულების კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ხელფასი: 3 000 ლარიდან (დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე);
** საახალწლო პრემიები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგები;
** მივლინებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ (მომწოდებლებთან შეხვედრები, გამოფენები, კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიებები);
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.
ქსელების მიმართულება მოიცავს:
** LAN/WAN ქსელები;
** კორპორატიული WiFi;
** ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების და ბაზრის ანალიზი;
** მარკეტინგული აქტივობების მართვა;
** მარაგების და პროდუქტების პორტფელის მართვა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** გაყიდვების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ქსელების მიმართულებით, ქსელის ინჟინრის, PreSales ინჟინრის, კატეგორიის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
** როუტერის და სვიჩის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ქსელების მიმართულებით სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ქსელის მიმართულების კატეგორიის მენეჯერი".
გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
|
|
|
|