Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=662086&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი
მომწოდებელი: Tiffany Bar
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
რესტორანი "Tiffany Bar & Terrace" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და პიარის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "მირა ჰოტელსი" წარმოადგენს სასტუმრო - რესტორნების მმართველ კომპანიას, რომელიც მენეჯმენტს უწევს სასტუმრო "რივერსაიდს", "ტიფანის" რესტორნებს და "მირა თრეველს"

სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი "ტიფანი ბარი" გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში "ტიფანი ტერასა".

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის: "Travelers Choice Awards" 2015, 2016, 2017, 2018, 2020, 2021, 2023, 2025 ცნობილი ამერიკული კომპანია "Tripadvisor inc"-სგან. აღსანიშნავია, ასევე, სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

ძირითადი მიმართულება და მოვალეობები:

** ტიფანის რესტორნების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** სამოქმედო გეგმის შედგენა, განხორციელების უზრუნველყოფა;
** ინოვაციების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
** ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა და აღიარების ზრდა;
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა;
** სოცმედია არხების მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი, რეპორტინგი & ოპტიმიზაცია;
** სტრატეგიის მიხედვით, შეთავაზებებისა და აქტივობების შემუშავება არსებული მომხმარებლებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის;
** სოცქსელების განვითარებაზე და სიახლეებზე მუდმივად ზრუნვა, რეაქტივაციისთვის ტენდენციების ათვისება, იდეების გენერირება და პრაქტიკაში გამოყენება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** საბონუსე სისტემას;
** კვებით უზრუნველყოფას

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე: hr@riverside.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია