Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მინდორი
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
"Mindor" სისტემური გაჯანსაღების სტარტაპია. ვეხმარებით ადამიანებს გონება-სხეულის ერთიან გაჯანსაღებაში.

** 2 წელიწადში 9, 000+ მომხმარებელი.
** სერვისი მოიცავს საკვებ დანამატებს და სპეციფიკურ ცოდნას.
** ახლა მიმდინარეობს საიტის რებრენდინგი. ახალი პლატფორმა ქმნის "მინდორელების" კომუნას და ეხმარება მომხმარებელს ინტერაქციულად ისწავლოს და დანერგოს მინდორის სისტემური გაჯანსაღების მეთოდი AI SaaS ციფრული სერვისის დახმარებით.

ვეძებთ მრავალფეროვან, შემოქმედებით და მოქნილ მარკეტინგ მენეჯერს.

შენი მთავარი მისია:

** ახალი მომხმარებლების ათვისება - სარეკლამო და ორგანული არხებით
** მომხმარებლის დაბრუნება - იმეილ კამპანიები, აპსელები, სააბონიმენტო სისტემები
** ფილოსოფიის მკაფიო კომუნიკაცია - ერთიანი ხმა ყველა არხზე: რეკლამა, საიტი, კონტენტი

ყოველდღიური საქმიანობა:

** ორგანული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა
** მონაწილეობის მიღება ახალი საიტის ორგანიზებაში
** საწყის ეტაპზე ქოფის წერის მზაობა. საკომუნიკაციო ენის შესწავლის სურვილი (რეკლამირების დელეგირება შესაძლებელია თავიდანვე)
** მიკრო ექსპერიმენტები, შედეგის სწრაფად შეფასება და იტერაცია

კანდიდატის აუცილებელი მახასიათებლები:

** მინდორის ფილოსოფიასთან და მისიასთან რეზონანსი
** წარმოქმნილი პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ტექნიკური უნარის დამოუკიდებლად სწრაფად სწავლა (ინგლისური მინიმუმ B2)
** გიყვარს გუნდურობა და უკუკავშირით განვითარება
** სისტემურად ფიქრი ორგანულ და სარეკლამო კამპანიაზე

რას მიიღებ:

** სწრაფად მზარდი შედეგზე მიბმული კომპენსაცია (საწყისი 1500 GEL)
** პირდაპირი გავლენა ათასობით ადამიანის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე
** მოქნილი, სრულად დისტანციური სამუშაო
** შენ გელოდება სივრცე, სადაც რეალურად გაიზრდები.

განაცხადი გამოგზავნე: join@mindorwell.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე