დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჰედვაისი
|
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
|
კომპანია "ჰედვაისი" ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიისთვის ეძებს გაყიდვების მენეჯერს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00.
ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი.
პოზიციის ვალდებულებები:
** შეიმუშაოს და განახორციელოს სტრატეგიული გაყიდვების გეგმები;
** განსაზღვროს და მოიძიოს ახალი ბიზნეს შესაძლებლობები;
** მართოს და შეინარჩუნოს ურთიერთობები ძირითადი მომხმარებლების პორტფელთან;
** შეისწავლოს მომხმარებლის საჭიროებები და წარმოადგინოს გადაწყვეტები, რომლებიც ეხმიანება მათ ბიზნეს მიზნებს;
** ჩაატაროს მომხმარებლის საჭიროებების სიღრმისეული ანალიზი და რეკომენდაცია გაუწიოს შესაბამისი ზეთების, ლუბრიკანტების, AdBlue-ს და სხვა სადილერო პროდუქციის შესახებ;
** აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები ძირითად მომხმარებლებთან;
** მომხმარებლებს გაუწიოს ტექნიკური მხარდაჭერა და ჩაუტაროს პროდუქტის ტრენინგები;
** დააკვირდეს ბაზრის ტენდენციებს და განსაზღვროს შესაძლებლობები და საფრთხეები;
** მოამზადოს და წარადგინოს გაყიდვების პრეზენტაციები და კომერციული წინადადებები;
** მონაწილეობა მიიღოს ინდუსტრიულ ღონისძიებებსა და კონფერენციებში;
** შეიტანოს წვლილი კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინდუსტრიის ცოდნა და ტექნიკური გააზრება;
** გაყიდვების უნარები და კომერციული ხედვა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება და კავშირების ქსელი;
** ორგანიზების უნარი;
** ზეთებისა და ლუბრიკანტების ტექნიკური ცოდნა და მათი დანიშნულების აღქმა;
** ეფექტური კომუნიკაციის, ურთიერთობისა და პრეზენტაციის უნარები;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე პრიორიტეტის და ვადების მართვის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ბაზრის კვლევისა და კონკურენტების ანალიზის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** მართვის მოწმობა.
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, სასურველია ზეთებისა და ლუბრიკანტების ინდუსტრიაში.
** განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის მართვის ან შესაბამისი მიმართულებით.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: career@headvice.ge. ველში subject მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|