დასახელება:
პრესელერი
|
მომწოდებელი:
ფუდსერვისი
|
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას პრესელერის პოზიციაზე თბილისის არაქსელურ მაღაზიაში.
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00 სთ-18:00სთ
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + საწვავის ხარჯი/ცვეთა
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების მიღება;
** განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ვალის დამადასტურებელი შედარების აქტის გაფორმება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** მომსახურებისა და პროდუქციის ასორტიმენტის ფარგლებში კლიენტის მოთხოვნების დადგენა;
** მოლაპარაკებების წარმოება და საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმების ინიციირება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ინფორმაცია მითითებულ ბმულზე: https://foodservice.selfrecruit.ge/s/FwSKY
|
|
|
|