დასახელება:
სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი - HORECA
|
მომწოდებელი:
მზიური
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (დალმაიერი, ტეილორსი, ფერმა) დისტრიბიუტორს საქართველოში: აცხადებს, ვაკანსიას ქ. თბილისში სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერის) თანამდებობაზე HORECA-ს ყავის განაყოფის მიმართულებით.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
** ფიქსირებულ ხელფასს
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საწვავით უზრუნველყოფას
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება ყავის მიმართულებით
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა
** საკუთარი ავტომობილის ფლობა
პიროვნული თვისებები:
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
მოვალეობები:
** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება.
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ.
** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.jishkariani@mziuri.com.ge
ვაკანსიის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
** შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|