დასახელება:
გაყიდვების ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
მზიური
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (დალმაიერი, ტეილორსი, ფერმა) დისტრიბუტორს საქართველოში: აცხადებს ვაკანსიას თბილისში, საქართველოს მასშტაბით ყავის გაყიდვების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
კომპანიის პირობები:
** ანაზღაურება გამოცდილებიდან გამომდინარე - შეთანხმებით.
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** აუცილებელი პირობა: ავტომობილის ფლობა.
** ანაზღაურებადი მივლინებები
პიროვნული თვისებები:
** პრეზენტაციის უნარი;
** კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელურობა,
** ორგანიზებულობა,
** გუნდური მუშაობის უნარი;
მოვალეობები:
** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ყავის აპარატების მოძიება;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა.
** გაყიდვების გუნდის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება ყავის გაყიდვების სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.jishkariani@mziuri.com.ge
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
** შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|