Робота для біженців з України
ამწის მემანქანე - საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ამწის მემანქანე
მომწოდებელი: Sellbuy Limited
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
კომპანია "სელბაი ლიმითედი" აცხადებს ვაკანსიას ამწის მემანქანეს პოზიციაზე, რომლის მიზანია სპეც. ტექნიკის მეშვეობით მატერიალური ფასეულობების სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვის, დატვირთვის და დასაწყობების უზრუნველყოფა.

სამუშაო ადგილი: საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-17:30 სთ
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ამწის მეშვეობით უზრუნველყოფს მატერიალური ფასეულობების გადაადგილებას, დატვირთვას, ჩამოტვირთვას და დასაწყობებას უსაფრთხოდ და დაზიანებების გარეშე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ამწის მემანქანის კვალიფიკაცია
** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი
** შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწრაფი რეაგირების უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დისციპლინირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ბენეფიტები:

** ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება : "ამწის მემანქანე"

კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე