დასახელება:
საწყობის კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
Sellbuy Limited
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
კომპანია "სელბაი ლიმითედი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის კოორდინატორის პოზიციაზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, საწყობში მიღება, მითვლა, დასაწყობება, სტრუქტურულ ერთეულებზე გაცემა/გადაადგილება
სამუშაო ადგილი: საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-17:30 სთ
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში მომწოდებლისგან შემოსული მატერიალური ფასეულობების მიღება, მითვლა და დასაწყობება;
** მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად;
** პირველადი დოკუმენტაციის წარმოება და მათი მკაცრი აღრიცხვა;
** საწყობში არსებული მატერიალური ფასეულობების პერიოდული ინვენტარიზაცია და უზუსტობების დროულად აღმოფხვრა;
** საწყობიდან სტრუქტურული ერთეულების მიერ მოთხოვნილი მასალების დროულად გაცემა და შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის გაფორმება;
** სასაწყობე ფართის ეფექტურად და რაციონალურად გამოყენება;
** უშუალო ხელმძღვანელს, პერიოდულად წარუდგინოს სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები და მოკლე ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი/პროფესიული განათლება;
** სამუშაო გამოცდილება საწყობის მართვის მიმართულებით არანაკლებ 1 წლისა
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office (Word, Excel, Outlook, Planner), Teams
** სასურველია 1C პროგრამაში ან სხვა რაიმე სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
ბენეფიტები:
** ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სატელეფონო ლიმიტი
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:hr@vacancy.com.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის კოორდინატორი".
კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|