Робота для біженців з України
დამხმარე მუშა - საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე მუშა
მომწოდებელი: Sellbuy Limited
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
კომპანია "სელბაი ლიმითედი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მუშის პოზიციაზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს მატერიალური ფასეულობების სატრანსპორტო საშუალებებიდან ჩამოტვირთვა, დატვირთვა და დასაწყობების უზრუნველყოფა.

სამუშაო ადგილი: საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-17:30 სთ
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მატერიალური ფასეულობების გადაადგილების მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებზე მათი დატვირთვის, ჩამოტვირთვის, დასაწყობების უსაფრთხოდ უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** სასურველია სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი
** შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა

ბენეფიტები:

** ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "დამხმარე მუშა".

კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე