Робота для біженців з України
რეგიონალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონალური მენეჯერი
მომწოდებელი: IEK საქართველო
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
"IEK საქართველო" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის აღწერა:

ჩვენ ვეძებთ მიზანმიმართულ და შედეგზე ორიენტირებულ რეგიონალურ მენეჯერს, რომელიც ჩაუდგება სათავეში კომპანიის საქმიანობას პროექტების მიმართულებით, პასუხისმგებელი იქნება გაყიდვების ზრდაზე, ადგილობრივი ბაზრის ანალიზზე და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიის განხორციელება რეგიონში
** გაყიდვების პროცესის მართვა და მიზნების შესრულება
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი
** პარტნიორებთან და კლიენტებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება
** რეპორტინგი ცენტრალურ ოფისთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** გამოცდილება სავალდებულო არ არის
** ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი და კომუნიკაციის მაღალი კულტურა
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office და სხვ.)

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას 2700 ლარი პლიუს ბონუსი გეგმების შესრულებაზე დაახლოებით 1300 ლარი.
** პროფესიულ ზრდასა და განვითარების შესაძლებლობას
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** ბონუსური სისტემას შედეგებზე დამოკიდებულად

საკონტაქტო ელფოსტა: topuriya@tcr.iek.ru
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე