დასახელება:
შეკვეთებისა და კლიენტთა განვითარების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
IEK საქართველო
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
"IEK საქართველო" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთებისა და კლიენტთა განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის აღწერა
ჩვენ ვეძებთ შეკვეთების განვითარების მენეჯერს, რომელიც გააანალიზებს, შეაფასებს და გააუმჯობესებს შეკვეთების მიღებისა და დამუშავების პროცესს, ითანამშრომლებს გაყიდვების გუნდთან, დაგეგმავს ლოგისტიკურ ნაწილს, ხელს შეუწყობს მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებას.
მთავარი მოვალეობები:
** შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და განვითარების პროცესის ოპტიმიზაცია
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია შეკვეთების დაზუსტებისა და კოორდინაციის მიზნით
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის
** შეკვეთების ანალიზი და პროგნოზირება
** პროცესის დოკუმენტაცია და შესრულების ანგარიშგება
** სრული კოორდინაცია ლოგისტიკურ საკითხებში
** პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების შემუშავება
** რუსული ენის ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
** Excel-ის და სხვა საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდურ მუშაობაში ჩართულობის სურვილი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
ხელფასი: 2100
რას გთავაზობთ ჩვენ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** ბონუსური სისტემა შესრულების მიხედვით
** კომპანიის შიდა შეღავათები და წახალისების პროგრამები
საკონტაქტო ელფოსტა: topuriya@tcr.iek.ru
|
|
|
|