დასახელება:
მომხმარებელთა გამოცდილების სრულყოფის განყოფილების უფროსი
|
მომწოდებელი:
Hash Bank
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
|
"Hashbank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: მომხმარებელთა გამოცდილების (CX) სრულყოფის განყოფილების უფროსი
ძირითადი ფუნქციები:
** ბანკის მომხმარებელთა სრულყოფის განყოფილების მართვა, პროცესების სტანდარტიზაცია, პრიორიტეტების განსაზღვრა, თანამშრომლებისთვის დავალებების დელეგირება, მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი, სათანადო მითითებების/რეკომენდაციების მიცემა და დროული უკუკავშირის განხორციელება.
** მომხმარებელთა გამოცდილებასთან (CX) დაკავშირებული პოლიტიკა-პროცედურების შემუშავება, დანერგვის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა;
** მომხმარებელთა გამოცდილების (CX) სრულყოფისთვის სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა ქცევის, მათი განწყობების საფუძველზე CX პროცესების სრულყოფისთვის სტრატეგიის გაუმჯობესების ინიცირება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და პროცესების ოპტიმიზაციის გეგმების შემუშავება;
** პასუხისმგებელი თანამშრომლების (მათ შორის, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის) მიერ მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვის მონიტორინგი და სათანადო რეკომენდაციების მომზადება მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად;
** მომხმარებელთა უკმაყოფილების მიზეზების სიღრმისეული კვლევა, პრობლემის იდენტიფიცირება და მათ გადაწყვეტაზე მუდმივი ზრუნვა;
** მომსახურების ხარისხის, მისი ეფექტიანობისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებლების ამსახველი ანგარიშების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** CX ტექნოლოგიების განახლებისა და თანამედროვე ინსტრუმენტების დანერგვის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** დაკავშირებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაბამისი ტრენინგების დაინიცირება, ან საჭიროების მიხედვით მათი ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ან მონათესავე სფერო.
ცოდნა და გამოცდილება:
** მინიმუმ, 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების, სამომხმარებლო გამოცდილების მართვის, ან ხარისხის გაუმჯობესების სფეროში;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** CRM და CX პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
უნარები:
** გუნდის გაძღოლის, მოტივირებისა და მენტორობის უნარები;
** კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარები;
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკულ სიტუაციაში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** კარგად განვითარებული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 სექტემბერი, 2025.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|