დასახელება:
BMS ინჟინერი
|
მომწოდებელი:
UGT
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას BMS ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
სამუშაოს მიზანი
სახანძრო უსაფრთხოების, გახმოვანების და შენობის მართვის სისტემების (BMS) ინფრასტრუქტურის მართვა და ადმინისტრირება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შენობის სახანძრო უსაფრთხოებისა და გახმოვანების სისტემების მიმართულებით დაფიქსირებული ინციდენტების/სერვისული და ინფორმაციული მოთხოვნების მხარდაჭერა;
** შენობის მართვის სისტემების (BMS) მიმართულებით დაფიქსირებული ინციდენტების/სერვისული მოთხოვნების და ინფორმაციული მოთხოვნების მხარდაჭერა;
** სახანძრო უსაფრთხოების, გახმოვანების და შენობის მართვის (BMS) სისტემების ინფრასტრუქტურის პერიოდული მიმოხილვა, არსებული მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/მიწოდება;
** სახანძრო უსაფრთხოების, გახმოვანების და შენობის მართვის (BMS) სისტემების ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** სახანძრო უსაფრთხოების, გახმოვანების და შენობის მართვის (BMS) სისტემების ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები:
** შენობის სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კონფიგურაციის და მხარდაჭერის საბაზისო ცოდნა;
** შენობის გახმოვანების სისტემების კონფიგურაციის და მხარდაჭერის საბაზისო ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამებისა და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება, თუმცა განიხილება სტუდენტიც.
ენები:
** აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.
კომპეტენციები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კლიენტსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული;
** მოტივირებული, მიზანდასახული და პასუხისმგებლობიანი.
დასაქმების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 27 სექტემბრის ჩათვლით.
ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1103/
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|