Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: senTavus
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
"senTavus" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი

მოქნილი გრაფიკი სტუდენტებისთვის: იმ შემთხვევაში, თუ ხარ სტუდენტი, შევადგენთ პერსონალურ გრაფიკს ლექციების საათების გათვალისწინებით.

ფული: რასაც აკეთებ, იმას იღებ — რაც მეტი, მით უკეთესი

რას გააკეთებ:

** ბინებს მოაგროვებ, დაალაგებ, ბაზაში ჩასვამ
** ხალხს დაელაპარაკები, მოელაპარაკები და გარიგებას დახურავ
** ბოლომდე მიხედავ საქმეს — არა ისე, შუაში რომ გაქრები

შენზე:

** მოქმედებ, არ ზიხარ და ელოდები როდის დაგიკავშირდებიან
** ლაპარაკი არ გეზარება და "არა"-ს რომ გეუბნებიან, მაგით არ ტყდები
** გაქვს მადა — არა საჭმელზე, არამედ ფულზე და შედეგზე

ჩვენგან:

** ტრენინგი, პრაქტიკა და ხელშეწყობა — ოღონდ სურვილი უნდა გქონდეს
** ადგილი, სადაც შეგიძლია მართლა გამოიჩინო თავი

ფიქსირებული ხელფასი? ჰო, ეგეც მშვენიერია — თუ მოგწონს ჭერის ყურება. ჩვენთან ჭერი არ არსებობს იმდენს იშოვი რამდენსაც მოინდომებ.

საკონტაქტო ელფოსტა: info@sentavus.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე