დასახელება:
დირექტორის აპარატის სპეციალისტი/ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს საპენსიო ფონდი
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" (https://pensions.ge/ka/) აცხადებს კონკურს დირექტორის აპარატის სპეციალისტი (ოფისის მენეჯერი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას N14.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
** სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** სხვადასხვა ტიპის შეხვედრების დაგეგმვა და შეხვედრებისთვის შესაბამისი გარემოს მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft Office და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:
** ძლიერი საკომუნიკაციო უნარები;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
კონკურსის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ 2025 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge. საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე
კანდიდატების პერსონალური მონაცემები დამუშავდება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით).
შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით კანდიდატს მოეთხოვოს მის მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
|
|
|
|