დასახელება:
კომერციული დირექტორი
|
მომწოდებელი:
ემბავუდი
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
შპს "ემბავუდ ჯორჯიას" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: 5 დღე (09:00-18:00)
ადგილმდებარეობა: ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ.37
ანაზღაურება: 4000 NET + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
სტრატეგიული დაგეგმვა და განხორციელება:
** კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება;
** ბაზრის ანალიზი და გაყიდვების გეგმების ჩამოყალიბება;
** გაყიდვების, მარკეტინგის და ბიზნესის განვითარების მიმართულების განსაზღვრა.
გაყიდვების მართვა:
** გაყიდვების გეგმის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
** გაყიდვების გუნდის საქმიანობის კოორდინაცია;
** ძირითადი კლიენტებთან ურთიერთობა და დიდი გარიგებების მართვა.
მომგებიანობის ანალიზი და ზრდა:
** შემოსავლის წყაროების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** ხარჯების კონტროლი და მარგინალის გაუმჯობესება.
ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი:
** ბაზრის ტენდენციების რეგულარული შეფასება;
** კონკურენტების სტრატეგიების ანალიზი;
** ახალი პროდუქტების ან სერვისების დანერგვის საჭიროების განსაზღვრა.
გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია:
** მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგის, ფინანსური, ლოგისტიკის და წარმოების გუნდებთან;
** თანამშრომლების მოტივაცია, შეფასება და განვითარება.
ბიზნეს ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება:
** პარტნიორებთან და კლიენტებთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება;
** ხელშეკრულებების მოლაპარაკება და მართვა.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მარკეტინგის დიპლომი;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება კომერციულ ან გაყიდვების მენეჯმენტში;
** მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
** გუნდის ლიდერობის და მოტივაციის უნარი;
** კომუნიკაციის მაღალი უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@embawood.ge
|
|
|
|