Робота для біженців з України
გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელს
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა

ძირითადი ფუნქციები:

** გინეკოლოგიური დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზება და მართვა
** სამედიცინო პერსონალის კოორდინაცია და ხარისხის კონტროლი
** პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობის პროცესში უშუალო მონაწილეობა
** კლინიკის სტანდარტებისა და პროტოკოლების დანერგვა და ზედამხედველობა
** ახალ სამედიცინო პრაქტიკასა და ტექნოლოგიებზე მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
** ლიდერული უნარები და სტრატეგიული ხედვა
** კომუნიკაციის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი

კლინიკა უზრუნველყოფს:

** თანამედროვე სტანდარტების სამუშაო გარემოს
** ღირსეულ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე hr@hgh.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე