დასახელება:
საკვირაო სკოლის კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
აზროვნების აკადემიის სკოლა
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლა აერთიანებს შემეცნებით, შემოქმედებით და გასართობ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოზარდების კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.
აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kids.azraki.ge/
აზროვნების აკადემია აცხადებს კონკურსს საკვირაო სკოლის კოორდინატორის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასწავლო-განმავითარებელი შეხვედრების ორგანიზება და ადმინისტრირება, კალენდრის მიხედვით სივრცის მომზადება აკადემიის სტანდარტების შესაბამისად;
** კურსის დაწყებამდე საჭირო მასალების ორგანიზება და რესურსების მობილიზება პედაგოგის მითითებით;
** მონაწილეთა დასწრების აღრიცხვა და პედაგოგისთვის/მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** პედაგოგებთან და მშობლებთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში მათი ინფორმირება და პედაგოგთან გადამისამართება;
** ინციდენტების ან დამატებითი საჭიროებების შესახებ ფილიალის მენეჯერის ინფორმირება;
** მონაცემებისა და ანგარიშების დროული შევსება და კონტროლი;
** უკუკავშირის მიღება მონაწილეებისგან და რეკომენდაციების შემუშავება სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის მხარდაჭერა და კვირის შემაჯამებელ შეხვედრებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, განათლების ან მენეჯმენტის მიმართულებით. განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად.
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
კომპეტენციები და უნარები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** მრავალფეროვანი ამოცანების ერთდროულად შესრულების უნარი.
** ლოგისტიკური პროცესების და ღონისძიებების კოორდინაციის გამოცდილება.
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
** მშობლებთან, ბავშვებთან, პედაგოგებთან და სხვა კოლეგებთან თანამშრომლობის გამოცდილება.
** კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად და სწრაფად მოგვარების უნარი.
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office, Google Suite და სხვა) ცოდნა.
** მონაცემების ადმინისტრირების პლატფორმების გამოყენების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო ადგილი: ბათუმი, თბილისი - შემდეგ მისამართებზე: ისანი - ქეთევან წამებულის #37; დიდი დიღომი - მირიან მეფის #67, ბაგები. ზ. საკანდელიძის #9, ბათუმი - რუსთაველის გამზირი #40
სამუშაო გრაფიკი: შაბათ-კვირა (სრული განაკვეთი)
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2025 წ.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|