Робота для біженців з України
იურისტი/საკრედიტო ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი/საკრედიტო ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მისო ექსპრეს კაპიტალ +
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
კომპანია "ექსპრეს კაპიტალ +" აცხადებს ვაკანსიას იურისტის/საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა

შენ, როგორც საკრედიტო ადმინისტრატორი, უზრუნველყოფ:

** საკრედიტო დოკუმენტაციის ვიზირებას და შემოწმებას;
** საკრედიტო და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას, კანონმდებლობასთან და მისოს სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით;
** სესხების გადაფარვის პროცედურების განხორციელებას;
** საკრედიტო დოკუმენტაციის გაფორმებისა და შენახვის დადგენილი მოთხოვნების დაცვას;
** კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილ დამოკიდებულებას;
** ხელშეკრულებების ნოტარიულად გაფორმების უზრუნველყოფა;
** AML რეგულაციების დაცვა სესხების გაცემისას;
** სხვა იურიდიული საქმეების შესრულება;
** კლიენტებზე ხელშეკრულების შინაარსის ახსნა და ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უზრუნველყოფა;

ჩვენ გთავაზობთ:

** საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
** სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
** მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობისას, გექნება პოზიციურად დაწინაურების შესაძლებლობა;

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
** ხარ განვითარებაზე ორიენტირებული;
** სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება;
** გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 11 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.

შრომითი ანაზღაურება - შეთანხმებით გამოცდილების შესაბამისად (ფიქსირებულს + ბონუსი, 600-1300 ლ საშუალოდ)

ელფოსტა: express.capital.plus@gmail.com, mirandakatamadze@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე