Робота для біженців з України
უმცროსი SCADA სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი SCADA სპეციალისტი
მომწოდებელი: Wiser
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
ვინ ვართ ჩვენ?

"Wiser" არის თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ახორციელებს პროექტებს ენერგეტიკის, ავტომატიზაციისა და ქვესადგურების მიმართულებით.

ვაკანსია: უმცროსი SCADA სპეციალისტი

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** მთავარი SCADA სპეციალისტის მითითებების შესრულება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში;
** მთავარი სპეციალისტის მხარდაჭერა ტექნიკურ დავალებებში და პროექტების მიმდინარეობაში;
** პროექტებში ერთობლივი ჩართულობა, ადგილზე გასვლა და მივლინებებში მონაწილეობა;
** SCADA სისტემის ტესტირებაში, კონფიგურაციაში და მონიტორინგში დახმარება;
** სიგნალების, სტატუსებისა და საზომების ასახვის ტესტირებაში ჩართულობა;
** ტექნიკური რეპორტების, ანგარიშებისა და სამუშაოს აღწერების მომზადება;
** სისტემური და ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
** პროექტის მიმდინარეობისას მიღებული მონაცემების და ცვლილებების ფიქსაცია;
** საჭიროებისამებრ ოფისსა და ობიექტზე გუნდის დახმარება ტექნიკურ საკითხებში;
** თვითგანათლება და მუდმივი პროფესიული განვითარება SCADA-სა და ენერგოავტომატიზაციის მიმართულებით.

მოთხოვნები:

** საბაზისო ცოდნა SCADA სისტემებში;
** ელექტროობის ძირითადი ცოდნა (მონაცემთა სქემების წაკითხვის უნარი);
** მცირე გამოცდილება ტექნიკურ ან სატესტო პროექტებში (სტაჟირება ან რეალური პროექტები);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მზადყოფნა მივლინებებში წასვლისა და ობიექტზე მუშაობისთვის;
** გუნდურ სამუშაოში ჩართულობისა და უფროსი სპეციალისტებისგან სწავლის სურვილი.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ხელფასს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ტრენინგებს და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას (SCADA, კომუნიკაციის პროტოკოლები, ქსელები);
** უშუალო ჩართულობას საინტერესო და რეალურ პროექტებში;
** კარიერული განვითარების პერსპექტივას და მომავალში უფროს სპეციალისტამდე გაზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და პროფესიონალ გუნდთან მუშაობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR@wiser.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "უმცროსი SCADA სპეციალისტის ვაკანსია".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე