Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: Wiser
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
ვინ ვართ ჩვენ?

"Wiser" არის თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ახორციელებს პროექტებს ენერგეტიკის, ავტომატიზაციისა და ქვესადგურების მიმართულებით. ჩვენს გუნდში გვჭირდება ორგანიზებული, კომუნიკაბელური და მოტივირებული საოპერაციო მენეჯერი, რომელიც იზრუნებს გუნდთან ეფექტურ თანამშრომლობაზე.

პოზიცია: საოპერაციო მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვა და კოორდინაცია
** დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა და დაარქივება (ხელშეკრულებები, ინვოისები, კორესპონდენცია, კომერციული წინადადებები)
** შეხვედრების, მიმოწერისა და კალენდრის ორგანიზება
** AI ინსტრუმენტების (ChatGPT, OCR, Zapier/Apps Script და სხვა) გამოყენებით სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია
** მონაცემების მოწესრიგება და დოკუმენტების არქივის მართვა
** გუნდის წევრებთან და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია
** Პპროექტების მსვლელობაში უშუალო ჩართულობა

მოთხოვნები:

** გამოცდილება არ არის აუცილებელი — მნიშვნელოვანია ანალიტიკური აზროვნება, მოტივაცია და სწრაფი ათვისების უნარი
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook ან Google Workspace) კარგი ცოდნა
** ინგლისური — მინიმუმ B2 დონე
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის სტილი

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ხელფასი + ბონუსები შედეგებზე
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** პრაქტიკული გამოცდილება რეალურად საინტერესო პროექტებზე
** ყოველდღიური განვითარება ინოვაციურ გარემოში
** მეგობრული და მხარდაჭერილი სამუშაო ატმოსფერო
** თავისუფალი სამუშაო გარემო (მთავარია შედეგი)

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე: HR@wiser.ge (სათაურის ველში მიუთითეთ: "საოპერაციო მენეჯერი") და გთხოვთ გაითვალისწინოთ: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე