დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
ESTETIK YAPI
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
სამშენებლო დეველოპერული კომპანია "Estetik Yapi" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"Estetik Yapi" არის სწრაფად მზარდი სამშენებლო კომპანია, რომელიც ახორციელებს მრავალფუნქციური საცხოვრებელი და კომერციული ობიექტების მშენებლობას. ჩვენი მიზანია ხარისხზე ორიენტირებული, სტაბილური და პროფესიონალური გუნდის ჩამოყალიბება, სადაც თითოეულ თანამშრომელს ექნება განვითარების შესაძლებლობა.
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ვაკანსიის ვადა: 01/10/2025
მოვალეობები:
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა.
** ნასყიდობის, ქირავნობის, მომსახურების, შესყიდვისა და სხვა ხელშეკრულებების მომზადება, რედაქტირება და იურიდიული შეფასება, საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებების დარეგისტრირება იუსტიციის სახლში ან/და სანოტარო ბიუროში.
** კომპანიისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ყოველდღიურ ოპერაციულ საკითხებზე და კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
** მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში,
** კომპანიის შიდა დოკუმენტაციის (შიდა რეგულაციები, ბრძანებები, განცხადებები და სხვ.) მომზადება და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** იურიდიული უმაღლესი განათლება;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე, სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება - უპირატესობად ჩაითვლება;
** სამოქალაქო, ადმინისტრაციული და შრომითი სამართლის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ენები: რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, სამართლებრივი ბაზები და სხვა შესაბამისი რესურსები).
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურება გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად;
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
სტაბილური და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
კომფორტული ოფისი;
როგორ გავაგზავნო რეზიუმე:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:estetikyapioficce@gmail.com
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: იურისტის ვაკანსია - [თქვენი სახელი და გვარი].
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება გასაუბრებაზე მოწვევის მიზნით.
|
|
|
|